საიტის რეორგანიზაციის ხარვეზი დახვდა ღარიბაშვილს, ღარიბაშვილმაც ისარგებლა და სამი წელიწადი, რეალურად შეგნებულად დამალა განკარგულებები,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ბუნებრივია, განკარგულების დამალვას, ყოველთვის აქვს საფუძველი. როდესაც რაღაცას მალავ, ეს ნიშნავს, რომ აქ არის, ან კორუფციული თემა, ან ნეპოტიზმის საკითხი, ან არის ისეთი არარაციონალური ხარჯების გაწევის საკითხი, რომელიც წაგებიანია ამომრჩევლის თვალში. არ არსებობს ტექნიკურად უმნიშვნელო განკარგულებები. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი და უნდა გამოქვეყნდეს „მაცნეში", განკარგულება არის ათასობით. როგორც ვუყურებ, განკარგულებების არ გამოქვეყნება დაიწყო გახარიას პრემიერობის დროს. ალბათ, მე რომ ვყოფილიყავი, გავაკეთებდი ასეთ განმარტებას (თუ ურთიერთობის შეგნებული დაძაბვა, წინასაარჩევნო ფანდი არ არის), საიტის რეორგანიზაციას ვერ მოვაბი თავი. 4 თვის განმავლობაში როგორ ვერ უნდა მოაბა თავი, მაგრამ მაინც... საიტის რეორგანიზაციის ხარვეზი დახვდა ღარიბაშვილს, ღარიბაშვილმაც ისარგებლა და სამი წელიწადი, რეალურად შეგნებულად დამალა განკარგულებები",- განაცხადა რომან გოცირიძემ.