ამ მატრონა-სტალინ-ინაშვილ-თარხანმოურავიან 3 კაპიკიანი ხატის გამო ადამიანს იჭერენ და მისი გადახატული ვერსიის კვლავ გამოფენას აპირებს საპატრიარქო.

მაინც ამოთხრიან. აი, ნახეთ, თუ არა. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო მარიონეტულმა სასამართლომ, 5 დღით პატიმრობა მიუსაჯა ნატა ფერაძეს სტალინის გამოსახულებიანი პარტიული ნადღაბნისათვის, რომელიც დაცული იყო შუშით და თავად ეს ვითომხატი არც დაზიანებულა, საღებავის შესხმისათვის. ამდენს გასულ კვირას მონა ლიზას ნახატისათვის სასურსათო აქტივისტების მიერ წვნიანის შესხმისთვისაც კი არ მიუსჯიან ( რა თქმა უნდა, ეს ფასდაუდებელი ქმნილება დაჯავნული შუშითაა დაცული).

ჯოკონდას ღირებულება არაა განსაზღვრული. იგულისხმება, რომ მისი შეფასება შეუძლებელია. თუ რაიმე ღირებულებაზე შეიძლება მასთან დაკავშირებით საუბარი, არის ის, რომ მუზეუმის მიერ იგი დაზღვეულია 3 მილიარდ დოლარად.

ამ მატრონა-სტალინ-ინაშვილ-თარხანმოურავიან 3 კაპიკიანი ხატის გამო ადამიანს იჭერენ და მისი გადახატული ვერსიის კვლავ გამოფენას აპირებს საპატრიარქო.

მაინც ამოთხრიან. აი, ნახეთ, თუ არა."

აქტივისტ ნატა ფერაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.