შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.
გელა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ლევან იოსელიანი მინისტრს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, როლანდ მესხი, მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე დაესწრნენ.