ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სასაშის თემის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ქვემო სვანეთის მხარეში დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.


სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის შექმნისთვის აუცილებელი წინასწარი კვლევების შედეგები და დაცული ტერიტორიების კატეგორიები გააცნეს.


შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.


ცაგერის მუნიციპალიტეტის თემების წევრებთან შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ლეჩხუმის ეროვნული  პარკის და ხვამლის აღკვეთილის შესაქმნელად მომზადებული ფართობები წარმოადგინეს.


შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი ესწრებოდნენ.


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ეკოტურისტული მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებას.