სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო კრიტიკა ვერ მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი რომან გოცირიძე "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
"სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო კრიტიკა ვერ მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა. ვერ იქნება კომფორტის ზონაში. სიტყვიდან საქმეზე უნდა გადავიდეს. თუ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მთელი სიგრძე-სიგანით გააცნობიერა პრობლემები, ადეკვატურადაც უნდა მოიქცეს. წელიწადნახევარი დარჩა ამ პოსტზე ყოფნის და შეუძლია დადებითი კუთხითაც დაამახსოვროს ქვეყნის მოქალაქეებს თავი." - წერს რომან გოცირიძე.