თავის დროზე, "ოცნება" და მეც მათ შორის, ევროპული არჩევანის გამო აგვირჩიეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილთან „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ხელისუფლება მისი პირობის ერთგული უნდა იყოს. თავის დროზე, "ოცნება" და მეც მათ შორის, ევროპული არჩევანის გამო აგვირჩიეს.

ხელისუფლებას უნდა დააძალო, რომ მისი დაპირებების ერთგული დარჩეს. არ შეიძლება, ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როცა ის სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.