ქართული ოცნების დეპუტატო ქალებო, უკაცრავად, ქალბატონებო, შეეშველეთ ამ მდინარაძეს ლგბტ სპიკერობაში, ხომ ხედავთ, რომ წვალობს და არაფერი გამოსდის - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ქართული ოცნების დეპუტატო ქალებო, უკაცრავად, ქალბატონებო, შეეშველეთ ამ მდინარაძეს ლგბტ სპიკერობაში, ხომ ხედავთ, რომ წვალობს და არაფერი გამოსდის, ჯერ ტერმინების დონეზეც რომ ვერ ფლობს საკითხს:))

გასაგებია, რომ გრცხვენიათ, მაგრამ ვერ ამოეფარებით მის ზურგს. შემოგაქვთ უკვე  პარლამენტში  მორიგი რუსული კანონი  და თქვენც მოგიწევთ “პროპაგანდის” წინააღმდეგ ბრძოლა. ვერ გიშველით ის ფაქტი, რომ ზოგი პარიზში ცხოვრობდით და ზოგიც პარიზში ხართ გავლით ნამყოფი. როცა მოგიხმობს პარტია, მაშინ პირადი განცდები გვერდზე უნდა გადადოთ" - წერს რომან გოცირიძე.

მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების ნაწილზე: ვაბრალებ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება მათი ფინანსების დიდი ნაწილი, ახლა თავად თქვან, რომ საქართველოს, მისი მომავლის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არ იხარჯება ეს ფული და ბოდიშს მოვუხდი