ნებისმიერი, ვისაც 1%-იანი რეიტინგი აქვს, აუცილებლად ამბობს - როგორ გეკადრებათ, აუცილებლად გადავლახავ ბარიერს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი პროცენტი უკვე ძალიან დიდია, 20 000 ხმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში და სულაც არ ვამბობ კნინობითად, მაგრამ 5% წარმოუდგენლად დიდია. საქართველოში ჩატარებული 10 არჩევნებიდან, ორი იყო უბარიერო, 8 მაღალბარიერიანი არჩევნების პირობებში არასდროს არ მომხდარა ისტორიაში, რომ ოპოზიციის სამზე მეტ წარმომადგენელს გადაელახა ბარიერი. დღეს რეალურად 4 ოპოზიციური 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტია ჩანს არენაზე. „ნაციონალური მოძრაობა" 100%-ით გადალახავს და შემდეგ 5%-თან ახლოს არიან გახარიას პარტია, „ლელო“ და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტია. თუ წარსულ გამოცდილებას დავაკვირდებით, რომელიღაც ერთი გაიწირება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.