„ოცნებას“ ვაფრთხილებთ, რომ პარლამენტში ყველანი მოვდივართ, მათ შორის ვინც ავად იყო და სტამბოლში მკურნალობდა - მის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება. „ქართული ოცნება“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და არ დადის პარლამენტში. როცა ამას ვამბობ, როგორ არ დავდივართო, აგერ ვსხედვართო, ამბობენ. მოდიხარ პარლამენტში და არ გადიხარ რეგისტრაციას, სხვათა შორის, ამაზე ჯარიმაა, ყოველ არმოსვლაზე 10%-ია, დეპუტატს ხელფასი 3 400 ლარი აქვს და მისი 10% - 340 ლარი ყოველ არ მისვლაზე ეჭრებათ, მაგრამ მათ ახლა ფული არ ადარდებთ, ფულს იქით მოგცემენ, ოღონდ არ მიხვიდე, ერთ 10 მილიონს გადაგვიხდიან, ოღონდ არ მივიდეთ და არ შევაწუხოთ. რა იქ ყოფილხარ, გდებულხარ, ან რუსთაველის პროსპექტზე იქვე, ქუჩაში გისეირნია, ეს სამართლებრივად იგივეა.

რას გააკეთებენ მომავალი სამშაბათიდან - ახლა ვაფრთხილებთ, რომ ყველანი მოვდივართ, მათ შორის, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ავად იყო და სტამბოლში მკურნალობდა, ადგილზეა. ერთადერთი გამოსავალია, რომ მშენებლობის ქვეშ არ უნდა გაიაროს ოპოზიციონერმა, ვაითუ, აგური ჩამოვარდეს, ეს არის ოცნება, რომ ერთი აგური ვინმეს მოხვდეს თავში, დანარჩენი, ყველანაირად ვართ მობილიზებული. რას იზამენ? ასე პარლამენტის პარალიზება შეუძლებელია, რაღაც პროცედურული ხრიკებით, კანონდარღვევით, იმ 50 კანონს ალბათ კენჭს უყრიან, მაგრამ როგორ უნდა გააკეთონ, რომ 50-ს კენჭი უყარონ და ჩვენი ეს ერთი კანონი, სადაც 50 ხმაა საჭირო, გვერდზე გაწიონ, არ ვიცი. ეს იქნება კომიკური, უხეში კანონდარღვევა და იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანებს არაფერი აინტერსებთ, არც კონსტიტუციური გარანტიები... ისინი ამბობენ, ჩვენ სასამართლოსთან დაკავშირებით არ დავუშვებთ კომისიასო, სასამართლო ხომ წმინდა ძროხაა, როგორც ინდოეთში და ხელშეუხებელი, ვითომ, უმწიკვლო, დამოუკიდებელი. ახლა გეკითხებით, „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით დაუშვებთ? 30 ხელმოწერა დღეს შევა პარლამენტში, 30 ხელმოწერაა საჭირო, რომ პროცესი დაიწყოს, ხოლო - 50 გადაწყვეტილება რომ მიიღონ. ხომ ამბობენ „ქოლცენტრები“ ოპოზიციის და ვიღაცების დაფუძნებულია, ევროპელი პენსიონერები შეჭამესო. ახლა, როცა ამ კომისიის შექმნას დავიწყებთ, დაუჭერენ მხარს, თუ არა? თუ არ დაუჭერენ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქოლცენტრები“ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მაფიაა, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ეს იქნება მთავარი ტესტი, ისინი მართლა სასამართლოს გამო არღვევენ კონსტიტუციას და წმინდა ცნებად მიაჩნიათ, თუ ნებისმიერ საგამოძიებო კომისიას ისინი დაბლოკავენ, რომელიც მათ პირად ინტერესებს ეხება“, - განაცხადა გოცირიძემ.