ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი. რაც არ სცადეს, არაფერი გამოუვიდათ - არც პატრონებს, არც მათ ყმებს რადიკალური ოპოზიციის სახით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.