აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილეს და მიიღეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონის პროექტი, სხდომაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ წარმოადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონის პროექტით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება შეეცვალა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ დაერქვა. ცვლილების შედეგად, სამინისტროს სახელწოდება სრულ შესაბამისობაში მოდის უწყების მმართველობის სფეროებთან, ამოცანებსა და კომპეტენციებთან.













