ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აბსოლუტურ გამოსახულებაში ერთ წელიწადში 33 336-ით გაიზარდა და 704 713 გახდა. თუმცა, პროცენტული წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში 0,2-ით შემცირდა და 17,9% გახდა.
მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, რომელთა ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია 240 381-ს შეადგენს, მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, რომელთა ოჯახის არც ერთი წევრი არ არის ჩართული საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 464 332-ია. 




