მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

„ასე ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არგუმენტები, კონკრეტული ფაქტები კრიტიკისათვის, ამიტომ მიმართავენ ტყუილებს. მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ერთადერთი რასაც აჩვენებს, იმის ლუსტრაციას, რომ ეს ადამიანები არიან აგონიაში. იმდენად უნდოდათ და დღესაც უნდათ დააზიანონ საქართველო და იმდენად არაფერი გამოუვიდათ ამ მავნებლურ საქმიანობაში, ესღა დარჩა მათგან“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მზია ამაღლობელის შესახებ განაცხადა: „დააპატიმრეს, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის მხედველობას კარგავს. მას არ აქვს სათანადო სამედიცინო დახმარება“