„თვითმმართველობის არჩევნებსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებს შორის განსხვავებული მიდგომებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილებიდან. აქ უცნაურია ის, რომ ამას ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა მათთვის იქნებოდა ფარატინა ფურცელი და საერთოდ არ ანიჭებდნენ არანაირ მნიშვნელობას ეუთო/ოდირ-ის დასკვნას. ჩამოყალიბდნენ, საითკენ არიან.
"რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შემთხვევას და გადაწყვეტილებას, ეს არცერთი საელჩოს გადასაწყვეტი არ არის. ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება იღებს. ამ მხრივ ერთი და იგივე სტანდარტი არ იქნება თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთნაირი სტანდარტი იქნება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ვინც ობიექტურად აფასებს, ძალიან კარგად იცის, რომ 2024 წლის არჩევნები, მანამდე გამართული არჩევნებიც ძალიან მაღალი სტანდარტით, პროფესიულ დონეზე ჩატარდა, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არაა. ამის აღიარება არ უნდათ მათ, ვინც მწარედ მარცხდებიან ქართველი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დიდ ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება