ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში როცა ითრევ, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის გამო კი ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატის შეჭრის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე თავშესაფარში გადაიყვანეს.
„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა. მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, – წერს რატი იონათამიშვილი.