ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ჟოზეფ ბორელის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ექნება საშუალება, პირისპირ ესაუბროს მას მიღწევებსა და პროგრესზე, რომელიც აქვს ევროინტეგრაციის გზაზე.

„არ წყდება მაღალი რანგის საერთაშორისო ვიზიტები როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერების საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იწყება ბატონი ბორელის ვიზიტი საქართველოში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პირისპირ ვესაუბროთ მას იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მსგავს საკითხებს პირდაპირი კომუნიკაციის სახით ვახორციელებდეთ და ამავდროულად, ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო, რომ თითოეული პუნქტის შესრულებით, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არაერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.