საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ასევე პარალიმპიური კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემაში მის პირველ შეხებას იხსენებს პარალიმპიურ კომიტეტთან და განვლილ გზას აფასებს.
"ერთ დღეს გამიფუჭდა ეტლი და მამას მეგობრები, რომლებმაც იცოდნენ რომ თუ ამ მოძრაობაში ერთხელ შევიდოდი ვიქნებოდი საინტერესო და გავაძლიერებდი მოძრაობას, მამაჩემს უთხრეს, მოდი ეტლი კი არ წავიღოთ, რატი წავიყვანოთ იმ მოძრაობაში. მართლაც ასე მოხდა. მივედი ეტლის გასაკეთებლად, ერთ ოფისში იყო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მეორეში იყო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორ ადამიანთან შეხვედრამ მოახდინა გარდამტეხი გავლენა. და მერე მე მივხვდი რომ ეს იყო ის, რაზეც მე უარს ვეღარასდროს ვიტყოდი. იმის მერე პარალელურად რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე შშმ პირების უფლებების დაცვა, ადვოკატირება და პარალიმპიური მოძრაობის განვითარება არის ის რაც ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება.
მაშინ 2005 წელი იყო და ზოგადი სიტუაცია ადამიანის უფლებების მხრივ ურთულეს მდგომარეობაში იყო. შშმ პირებისთვის არ იყო არცერთი სივრცე, სადაც გადაადგილება შეგვეძლო. პარალიმპიადის კომიტეტი რასაც აკეთებდა ეს იყო არა სახელმწიფო ბიუჯეტის დამხარებით, არამედ მისი ხელმძღვანელის პირადი სახსრების მოძიებით. რადიკალური ცვლილებები დაიყო 2012 წლიდან. მაგალითს ვიტყვი, ამ წელს კომიტეტის ბიუჯეტი იყო 27 000 . ამ თანხით შეუძლებელი იყო ვინმე ღირსეულად მოგემზადებია. დღეს 3 მილიონზე მეტია.