შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი ბაქოში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში, საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესს დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტის
თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაზაჰირ პანაჰოვთან.
სადამკვირვებლო მისიაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი და ასამბლეაში ბულგარეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
7 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება




