პარტია "ქართული ოცნების"  საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე ნაცვლად 16:00 საათისა, 19:00 საათზე დაიწყებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიიფინგზე.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და სამწუხაროდ ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ დასწრებას, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა დაიწყოს 19:00-ზე.“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.