დიდი ხანია დაკარგა სიდინჯე და ქართული ქცევა ცხოვრებაში. თათბირი იყო დათვთან ბუნაგში, უთხრეს და გამოვარდა სცენაზე, - აცხადებს მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მისამართით.
„დარწმუნებული ვარ ივანიშვილის გარეშე არ დაიწყებოდა იმპიჩმენტის პროცედურა. ფაქტები არ არის და ცოტა ძნელია ჰაერში ამის თქმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასე ხდება, ფარდის უკან არის მოლაპარაკებები, და ამის მთავარი მიზეზია თანამდებობა და ფული.
თმაშიშილა ბატონ ირაკლიმ რაც არ უნდა თქვას, მე ამას ვერ მოვისმენ. მთავარია რა ნაბიჯებიც არის გადადგმული ევროპისგან ბოლომდე იყოს. ეს არის ჩემი და ჩემი დის ცხოვრების გიდი. ჩვენ ერთი ინტერესი გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი. მეტი არაფერი, ის აკეთებს დიდ წილს, მე პატარას , მაგრამ იგივე მიმართულებით", - აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი.