როგორც ვიცოდი, ქართველებისთვის მთავარი მახასიათებელი სიდინჯეა, მაგრამ გუშინდელმა ნანახმა შოკში ჩამაგდო, ეს სისუსტის ნიშანია,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურას.
„ძალიან გამაოცა ერთმა რაღაცამ, ცოტა შოკში ჩავვარდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველებისთვის მთავარი იყო სიდინჯე, რაც ვნახე გუშინ იყო ამის საწინააღმდეგო და ეს არის სისუსტის ნიშანი. ერთი სისუსტე გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოში, მეორე მხრივ სისუსტე არის ის რომ, თვით კენჭისყრის შედეგი და მესამე - კენჭისყრის დროს რამდენიმე ხმა დაკარგეს. ამის შემდეგ „ოცნების“ პოზიცია ცოტა გაძნელდა და მათთვის აქედან გამოსვლა ალბათ ძნელია და შედეგი არის მათი ქცევა, რომელიც ყოვლად მიუღებელია“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველი“ ეთერში.