სალომე ზურაბიშვილი არის დახვეწილი დიპლომატი, რომელიც მთელ ევროპას იცნობს და ახალგამოჩეკილი დიპლომატები რომ რიყავენ საქართველოს მომავალს, მეცინება,- ამის შესახებ პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვიხილე დილას ერთი ნაწილი სასამართლოს, ნამდვილად ეს არის დამაზიანებელია საქართველოს მომავლისთვის. ეს ფაქტობრივად, არის ევროპის შეურაცხყოფა და დაკმაყოფილება რუსული ძალების.
როდესაც საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში, რა პრაქტიკაა, თუ შევადარებთ რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, ეს არის დამუშავებული 30 წლის მანძილზე, უცნაურად მოდის, ჟღერს, როგორც დადგმული სპექტაკლი, ეს მოჰყვება რუსული კანონის გამოქვეყნებას, მერე უკან დახევას, რეისების აღდგენას, ლავროვის დეკლარაციებს, დღეს იყო თუ გუშინ, კარასინის დეკლარაციებს, რომელიც პრეზიდენტს პოლიტიკურ შიზოფრენიას უწოდებს, მერე ამბობს, რომ უკრაინის მერე თქვენ იქნებითო და ამაზე პარლამენტის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ დიდი არაფერი უნდა ვთქვათ, პრეზიდენტია და ცუდ რამეს აკეთებსო, ესაა პასუხი? მე მეშინია, რომ ეს ყველაფერი განზრახ დადგმულია, მეშინია რა იქნება შედეგები.
არის საუბარი იმპიჩმენტზე, როცა არის დახვეწილი დიპლომატი, რომელიც მთელ ევროპას იცნობს და ახალგამოჩეკილი დიპლომატები რომ რიყავენ საქართველოს მომავალს, მეცინება", - ამბობს ზურაბიშვილი.