ირანულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ძებნაში მონაწილე თვითმფრინავს მოარტყეს რაკეტა.

პარალელურად, „ენბისი ნიუსმა“, აშშ-ის ოფიციალური პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ორი ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ირანის სამხედრო ძალების ცეცხლის ქვეშ მოექცა, თუმცა, არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

მოგვიანებით, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკულმა გამოცემამ Newsmax Now-მა დაწერა, რომ დაზიანებულმა ვერტმფრენმა Black Hawk-მა მოახერხა ირანის საჰაერო სივრცის დატოვება და უსაფრთხოდ დაშვება.