იმპიჩმენტი იქნება თუ არ იქნება, პრეზიდენტი მზად არის გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან,- ამის შესახებ პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რამდენადაც შეძლებს, იქნება იმპიჩმენტი თუ არა, მზად არის რომ გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან. მთავარი მიზანი არის, რაც არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ საქართველო შევიდეს ევროპაში. ეს არის ქართველების სურვილი, რაც არ უნდა იყოს. იცის, რომ გავლენიანი არის, ნახეთ, რომ გაუშვეს სურათები და ვიდეოკადრები ელისეს სასახლეში, ჩანს რა ტიპის ურთიერთობაა, ჩანს რა არის მათი სურვილი, როდესაც რამდენიმე წლის წინ გერმანიამ და საფრანგეთმა უარი თქვეს საქართველოზე, ახლა შეცვლილია, ვინ იცის, როდის მოტრიალდება უკან ევროპა და როდის დაინტერესდება, ახლა დროა,“ - ამბობს ზურაბიშვილი.