როგორ არჩევს პარტნიორს ნარცისული ტიპის ადამიანი? - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა ზაზა ქოიავამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„ნარცისი არ იწყებს ურთიერთობას შემდგარ, ძლიერ ადამიანთან, იმიტომ რომ მასთან დამარცხდება ყველა ვარიანტში. არჩევს მსხვერპლს, შემდეგ ამ მსხვერპლთან აქვს იდეალური ურთიერთობა. ჯერ ეკითხება, რა აკლია, რა ტრავმები აქვს. ეკითხება დედაზე, მამაზე, პირველ ურთიერთობაზე, სკოლაზე, მასწავლებელზე... ოღონდ ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ ზეგ, მეოთხე საფეხურზე როცა გადავა, იქ ჩააჭიროს. შემდეგ, ამის ფონზე ქმნის ილუზიას რომ ყველა ამ ტრავმის მოშუშება და მისი გვერდით დგომა შეუძლია და რამდენიმე ხანი, პირობითად - ერთი თვე, 2 თვე ან ნახევარი წელი, ზუსტად არ ვიცი, აქვს იდეალური ურთიერთობა, ოღონდ, სინამდვილეში არ არის ეს იდეალური ურთიერთობა ხალხნო, ეს დამღუპველია, როდესაც ყველა სხვა მეგობარს მოიძულებ და სულ ამასთან ერთად ხარ. დავუშვათ, მე ვარ ნარცისი - აქ ვაწყობ სტრატეგიას, რაღაცნაირად ფაზლს ვალაგებ, პარტნიორმა სრულყოფილად რომ იგრძნოს თავი ჩემთან ურთიერთობაში, რომ მერე, როცა დამჭირდება, მის დადანაშაულებას დავიწყებ და იდეალურ ურთიერთობას გამოვაცლი, რომ მას ყოველთვის ჰქონდეს სურვილი და იმედი, რომ ოდესმე ისევ ეს მოვა. ანუ შენ ხან დამნაშავე, აბა მე იდეალური ვიყავი გუშინ წინ და დღეს რა დამემართა? ე. ი. შენ ხარ დამნაშავე. ანუ თუ ის მსხვერპლია, ძალიან დიდი ალბათობით უვითარდება მასთან მიმართებაში შფოთვითი მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ მან რაღაც ტიპის ემოციური შიმშილობა დაუკმაყოფილა და მას მერე დანარჩენ ტოქსიკურ ურთიერთობაში სულ აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე ის დაბრუნდება და სულ იდანაშაულებს საკუთარ თავს. ასე რომ ხალხნო, ნარცისთან ურთიერთობაში საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულოთ“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი ზაზა ქოიავა.




