პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გიმართება