საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ხვდება.
ორბელიანების სასახლეში მივიდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი 21:00-ზე ბრიფინგს გამართავს.