პრემიერი ოთარ ფარცხალაძეზე: დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა (ვიდეო)

1590589713
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალვის მიუხედავად ავტომობილით გადაადგილდებოდა, დაჯარიმდა.
"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო..."- განაცხადა პრემიერმა.
მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, პრემიერმა კი განაცხადა
"დიახ, რა თქმა უნდა დაჯარიმდა. ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა".