ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე - ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი
ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში.
„ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნეს დაცული. მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულნი გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კელზენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას.
ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის და გულითადად გიწვევთ საქართველოში ბატონო ფედერალურო კანცლერო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.