საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოხსენება პარლამენტს ივნისის ბოლო კვირაში წარედგინება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პრემიერის მოხსენების კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„როგორც იცით, ივნისში გვექნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და მოხსენება. თარიღს მოგვიანებით დავადგენთ ბიუროზე, თუმცა იქნება ივნისის ბოლო კვირას. 23 ივნისის სასესიო კვირაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.