"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:

- რადგან ეს საკითხი ახსენეთ, 4 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში არჩევნები ჩატარდა ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტია ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის აღებას და რევოლუციის მოწყობას. მაგრამ ევროკავშირიდან ჩვენ გვესმოდა, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი და არ ყოფილა არანაირი თავდასხმა. რას ფიქრობთ? ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს საქართველოში, რომლებიც ხვდებიან ოპოზიციურ პარტიებს...

"იმედია, უნგრეთის ელჩი არ შეხვედრია" (იცინის)

- არა, არა უნგრეთის, მაგრამ მაგალითად გერმანიის ელჩი.


"რა თქმა უნდა" (იცინის)

- ეს ელჩი ხვდება პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან, ადამიანებს, რომლებიც ღიად საუბრობენ რევოლუციაზე. რას ნიშნავს ეს? და როგორ ფიქრობთ, ეს არის ისეთი რამ, რაზეც ევროკავშირი ფიქრობს, რომ კი, მთავრობის ასე შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია?


"ნახეთ, ეს არის ძალიან სერიოზული ჩარევა თქვენს შიდა არჩევნებში და სამწუხაროდ, ჩვენს შიდა საკითხებშიც. სამწუხაროდ, ბევრი დასავლეთ ევროპული მთავრობა არ უფრთხის სხვა ქვეყნების საკითხებში ჩარევას, რაც სიგიჟეა, რაც სკანდალია. სწორედ ამიტომ, მაგალითად, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩებს ბოლოს აქ, ბუდაპეშტში. მე მათ ძალიან ნათლად ვუთხარი, რომ მათ არ უნდა გააკეთონ არანაირი კომენტარი უნგრეთის არჩევნებზე. მათ არ უნდა ითამაშონ დამკვირვებლის როლი, მათ არ უნდა გააკეთონ კომენტარი ან გააკრიტიკონ რაიმე, რადგან ჩვენი არჩევნები ჩვენი არჩევნებია. მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს ან კრიტიკულ განცხადებას სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესზე, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე და არც მათი საქმეა ჩვენსაში ჩარევა".

- მათ შორის რევოლუციების მოწყობაც?

"იცით, ახლახან უნგრეთში ჩატარებული ზოგიერთი არჩევნების შემდეგ, იყო აქციები და დემონსტრაციები შთაგონებული, დაფინანსებული და ორგანიზებული უცხოეთიდან. ასე რომ, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. როგორც კი კონსერვატიული პარტია იგებს არჩევნებს, ლიბერალური საერთაშორისო მეინსტრიმი ცდილობს მის შერყევას. რა მოხდა ავსტრიაში — პატრიოტულმა პარტიამ მოიგო, მაგრამ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ დამარცხებულებმა შექმნეს კოალიცია გამარჯვებულის წინააღმდეგ. შეხედეთ რა ხდება საფრანგეთში — პატრიოტი პოლიტიკოსი, რომელსაც საუკეთესო შანსი აქვს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად, სასამართლოს მიერ რბოლიდან არის გათიშული. შეხედეთ რა ხდება გერმანიაში — ყველაზე პოპულარული პარტიის აკრძალვა იგეგმება. ასე რომ, ამისთვის მზად უნდა იყოთ. მაგრამ სანამ არჩევნებს იგებთ, მათ შეუძლიათ მოაწყონ, რაც უნდათ, ითამაშონ რევოლუციობანა თუ სხვა,აქ ხომ მთავარი ხალხის გადაწყვეტილებაა. მეტიც, მიმაჩნია ძალიან შეუფერებელი იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდანა თბილისში ჩასვლა და იქ მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა, რადგან ეს არ არის მათი საქმე. ეს არის ძალიან სახიფათო თამაშია. და სჯობს ეს უნგრეთში არ გააკეთონ."- აცხადებს სიიარტო.