"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:
- გამჭვირვალობის კანონზე რას იტყვით, რომელიც უნგრეთმა წლებით ადრე მიიღო, ვიდრე საქართველოს პარლამენტში მისი განხილვა დაიწყებოდა. დაინგრა დემოკრატია უნგრეთში ამ კანონის შემდეგ, როგორც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ამბობდა? თუ მართლა დაეხმარა ეს კანონი პოლიტიკურ სისტემის მდგრადობას აქ, უნგრეთში?
"საქმე ის არ არის, რომ დემოკრატია დაზიანდა. დაზიანდა მათი ჩარევის შესაძლებლობა, უფრო სწორად შეიზღუდა. ისინი აპროტესტებდნენ ამ კანონებს არა დემოკრატიის ჩამოშლის შიშით ან დემოკრატიაზე ზრუნვით, არამედ საკუთარ გავლენაზე ზრუნვით. ამ გამჭვირვალობის კანონით ჩვენ დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენ თავიდან ავიცილეთ გარე ფაქტორების ჩარევა შიდა საკითხებში. სხვათა შორის, როდესაც ვუსმენდი ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების კრიტიკას საქართველოს გამჭვირვალობის კანონის შესახებ, მე მათ ვუთხარი: ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება. ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება დაიცვას თავი. და სჯობს თავი შორს დაიჭიროთ საქართველოს შიდა საკითხებისგან," - აცხადებს სიიარტო.









