უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოცილებული უნდა იყოს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ეს არის გამარჯვება, რადგან ჩვენ უკვე დაბეჯითებით ვიცით, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი შეწყდება სამხედრო ომის ფაზა, აქედან ძალიან მალევე უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, რაც შექმნის უსაფრთხოების სარტყელს აღმოსავლეთ ევროპისთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის.
ამ დროისთვის ჩამოცილებული უნდა გვყავდეს ეს რეჟიმი, რადგან შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და „რუსული ოცნების“ რეჟიმით ამ ფუნქციას ჩვენ ვერ შევასრულებთ. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის ხელისუფლებაში უნდა იყოს ეროვნული, დასავლური ორიენტაციის ძალები, რომლებიც ჩაჯდებიან ამ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.