„მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა „რუსული ოცნების“ ამ ჩვენი ქოცების პირველადი ინსტინქტი იყო ორი მთავარი რაღაც, რომ ჩვენ შანსი გაგვიჩნდა დიდი ფულის კეთების და სწორედ ამას შვრებიან და აკეთებენ დიდ ფულს სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე, მათ შორის სამხედრო დანიშნულებისა და მეორე, პოლიტიკურად ვასიამოვნოთ პრეზიდენტ პუტინს და ამ გზას ადგანან, არამხოლოდ პუტინი, არამედ მთელი მისი პროპაგანდისტებიც და ლუკაშენკოც კი ჩაერთო „რუსული ოცნების“ ქება-დიდებაში." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ეს ინფორმაცია თუ ვინმეს აქვს, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებებიდან შემოსული ინფორმაციები, გროვდება ასევე კიევშიც და ცხადია საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას პირველი დღიდანვე რუსული აგრესიის დაწყების ეს ინფორმაცია აქვს. თუ რას აკეთებს, როგორ მოქმედებს, ვისთან ვაჭრობს რა ტიპის პროდუქციით ვაჭრობს რუსული ოცნება და როგორ ეხმარება საქართველო, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და როგორ გადაიქცა შავ ხვრელად და დერეფნად, იმისათვის რომ რუსეთმა მიიღოს ის აკრძალული ჩამონათვალი პროდუქტების, საქონლისა, რომელიც სანქციების შედეგად აიკრძალა .
ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გაკეთდა თვითონ რუსეთის საბაჟო სამსახურისგან როდესაც მათ თქვეს, რომ აი საქართველო აი ეს ის ხალხია ვინც გვეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და შესაბამისად ჩვენ უნდა გავაფართოოთ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი. ეს ინფორმაცია ახლა ჩვენ რომ მივიღეთ ჩვენამდე ძალიან დიდი ხნით ადრე რა პროდუქცია მოძრაობს ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველაზე კარგად იციან კიევში, ისევე როგორც დასავლეთის სხვა დედაქალაქებში. ამიტომ ისინი ქართველ ხალხს მიიჩნევენ რომ საბოლოო ჯამში რამდენად ავტოკრატიულიც არ უნდა იყოს დღეს საქართველოში რეჟიმი, ხალხის ძალის წინააღმდეგ ვერცერთი დიქტატორი ვერ წავა და ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მისი მარიონეტები ხალხმა თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს პროდასავლური ხელისუფლებით მაშინ ამის აღსასრულებელ ინსტრუმენტებს თვითონ მონახავს ხალხი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ სულ რამდენიმე თვე რჩება წელიწადზე ოდნავ მეტი საპარლამენტო არჩევნებამდე . შესაბამისად ისინი აკეთებენ მოზომილ დიპლომატიურ განცხადებას და იმავდროულად პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ თქვენ ხელისუფლებაში გიზით პრორუსულად, პროპუტინისტურად განწყობილი ხელისუფლება.“– ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი კულებას განცხადებას.