„ნატო საქართველოს სთხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მეორეს მხრივ უნდა იყოს პოლიტიკური ნება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ქვეყანა, მაგრამ „რუსული ოცნებისგან“ ვერც ერთი  მიმართულებით ამის მზაობას ვერ ვხედავთ.“ - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა

„შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და, რა თქმა უნდა, ამ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველოს როლი, ადგილი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო არ არის მხოლოდ ჯარების რეფორმირება, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური კავშირი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანაში იყოს მართლმსაჯულება და სხვა ინსტიტუციები დამოუკიდებელი ერთი კონკრეტული ოლიგარქისგან. სწორედ ამ ტიპის რეფორმების გატარებას სთხოვს შეერთებული შტატები და მთლიანად ნატო საქართველოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, სურვილი და მისწრაფება იმისაკენ, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში, დღევანდელ დღეს ვერც ერთი მიმართულებით, ვერც მეორე მიმართულებით „რუსული ოცნებისგან“ მზაობას ვერ ვხედავთ.“ - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი თეთრი სახლის განცხადებას, სადაც ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.