ცივილიზებული სამყაროს თვალში კანიბალიზმის პირას ვართ - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის  განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, კანიბალიზმის პირას ვართ, დასავლეთის თვალში, ცივილიზებული სამყაროს თვალში, განსაკუთრებით უკრაინის თვალში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის მიხეილ სააკაშვილი.

ზელენსკის ეს განცხადება, დემარში,  საქართველოს ელჩის გაძევება ქვეყნიდან - ნელ-ნელა მივიდა სიტუაცია აქამდე. ჯერ იყო უკრაინის მხრიდან თხოვნა, შემდეგ კი ნელ-ნელა მივიდა სიტუაცია აქამდე",- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის.