პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. 

საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი გახდება დაადგინოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი, რაც საშუალებას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს გამარტივებული წესით მოახდინოს საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას, გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობის ზრდას და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.