დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენენ.
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის’’ დაიბარა.
უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.










