ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ დასკვნაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ - ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია. მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო: შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი. ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ დააჭირა ხელი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, მოსამართლე ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.