ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს ისეთი დღეა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა მოქალაქეებს არ აქვთ, ჩვენ არ გვაქვს" ასე მიმართა პაატა ბურჭულაძემ თავსიუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია შეწყვეტილად გამოაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს უნდა ემსახუროს და არა ბიძინა ივანიშვილს.
"დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა. დღეს, ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და დღეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ, მე არ ვარ აქ, ჩვენ არ ვართ აქ მოსული, რომ რაღაც შეტაკებები მოხდეს, მე ჩემი შვილიშვილებით ვარ აქ მოსული, მაგრამ დღეს დღეს ისეთი დღეა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა მოქალაქეებს არ აქვთ, ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს ისეთი დღეა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა მოქალაქეებს არ აქვთ, ჩვენ არ გვაქვს.
დღეს არის, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, რასაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია. მე ამ დეკლარაციას წაგიკითხავთ და თუ ყველანი ამას ხმას მისცემთ ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან, როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს"- თქვა პაატა ბურჭულაძემ.