ჩემს შემოსვლას პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე ჩემი საქმე მაქვს, კარიერა. როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ავაღორძინებ ფონდ „იავნანას", რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საჭიროება თუ მოითხოვს, მე აუცილებლად შემოვალ [პოლიტიკაში], მაგრამ დღეს არ არის ამის საჭიროება. მე შემოვედი 2016 წელს, რადგან ხალხისთვის მეთქვა, რომ ბატონებო დაფიქრდით, გველოდება ძალიან დიდი უბედურება "ქართული ოცნების" სახით და ვეცადე, გამეფრთხილებინა ხალხი. მაშინ ხალხმა ვერ დაიჯერა, მაგრამ გავიდა 8 წელი და სულ უკან მივდივართ. ისინი მდიდრდებიან, გვაშორებენ ევროპას და კარგი არაფერი არ ხდება ქვეყანაში. ახლა ამის საჭიროება არ არის, რადგან ყველამ გაიგო, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ყველამ გაიგო, რომ ეს მთავრობა არის მავნებელი და დამღუპველი საქართველოსთვის. ჩემს შემოსვლას პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე ჩემი საქმე მაქვს, კარიერა. როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ავაღორძინებ ფონდ "იავნანას", რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს, მაგრამ ჩემს პოლიტიკაში შემოსვლას დღეს აზრი არ აქვს", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.