მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე რუსთაველზე, პარლამენტის წინ მივიდა, სადაც საორგანიზაციო შეკრება მიმდინარეობს.
„შარშან მე აქ ვიდექი მარტის აქციებზე და მაშინ ვივაჟკაცეთ ყველამ და არ მივაღებინეთ რუსული კანონი, მაგრამ ახლა ეს მავნებელი მთავრობა ცდილობს, რომ თავიდან მიიღოს - ეს არ უნდა დავუშვათ მთელმა საქართველომ და მინდოდა, რომ ერთი მოთხოვნაც დაგვემატებინა, რომ აუცილებლად კეთილსინდისიერებაზე უნდა შემოწმდეს ყველა მოსამართლე", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.