ყალიბდება ერთი დიდი ძალიან კარგი გაერთიანება, ეს არის ზეპარტიული გაერთიანება - „წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ!” - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთანაც იყვნენ წარმომადგენლები, სადაც შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ცნობადი სახეები, ახალგაზრდები და არასამთავრობოებიდანაც შეიძლება ვინმე შემოვიდეს. მე მის მხარდამჭერად ვიქნები. ეს არის ზეპარტიული გაერთიანება - ერთად, წინ ევროპისკენ. სულ ყველას წარმომადგენელი უნდა იყოს ამაში, გარდა იმისა, რომ „ლელო“ ცალკე გამოვა, ენმ, „ახალი“ ცალკე გამოვა, „ლეიბორისტები“, ასეთი იდეაა, რომ მისცენ მათ, ამ ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლები. ჩემი აზრით, ძლიერი გაერთიანება იქნება”, - ამბობს ბურჭულაძე.