პარლამენტთან „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მივიდნენ.
მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო.
აქციაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, რომელიც ქართველმა საოპერო მომღერალმა, ირაკლი მურჯიკნელმა შეასრულა.
ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, რომელთა სიტყვით გამოსვლებიც არის დაგეგმილი.








