ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივით იმართება.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილიც.