ლევან იოსელიანის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია ნინო წილოსანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვას, იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანად დააფიქსირებს.

„ლევან იოსელიანთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს, ის არაჩვეულებრივი ადამიანი და კეთილსინდისიერი პარლამენტის წევრია. ვიცი, მისთვის ადამიანის უფლებები რამდენად მნიშვნელოვანია. გუნდი თავის პოზიციას ერთიანად დააფიქსირებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა. .

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.