რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.
„ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვინც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”,- აღნიშნა ლომჯარიამ.