ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მმართველი პარტიის წევრებსა და მომხრეებს მიმართავს.

„ქართული ოცნების“ წევრებო და მომხრეებო, ამ წერილს „იმედზე“ არ გაჩვენებენ. ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთხმად ამბობენ, რომ თუ პარლამენტი მიიღებს აგენტების კანონს, საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა შეწყდება, შეჩერდება ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა და დაუწესდება ფინანსური და სავიზო სანქციები მათ, ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონს. იცოდეთ რაზე აწერთ ხელს!“ - წერს ლომჯარია.