გუშინ დემოკრატიული წყობილების ავტორიტარიზმით შეცვლა და საქართველოს დასავლური კურსის ცვლილება დაგვიანონსდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„გუშინ ჩვენ დაგვიანონსდა კონსტიტუციური წყობილების შეცვლა, დემოკრატიული წყობილების შეცვლა ავტორიტარიზმით და დაგვიანონსდა, საქართველოს დასავლური კურსის ცვლილება. ასე ცხადი და ნათელი ეს აქამდე არასდროს ყოფილა. ამის გააზრება საზოგადოების დიდ ნაწილზე მეტ მობილიზაციას ახდენს და მეტი შემართებით და ენერგიით ვაგრძელებთ ბრძოლას“, - ამბობს ლომჯარია.