თუ კი სადმე შევარდნაზე, ან შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ მე - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ კი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ მე. ფაქტია ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს, მაგრამ გაცილებით მარტივია ყველაფრის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების, ან თუნდაც ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხე დგება, ასეთი განცხადებების გაკეთება არაფერია, გარდა პოპულიზმისა.
დიახაც, იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში საკითხების სწრაფად გადაწყვეტის სურვილმა. რაღაც ნაწილმა ალბათ დაიჯერა, რომ მთავარია პარტიის თავმჯდომარის სავარძელი აღარ ეკუთვნოდეს ნიკა მელიას და გადავიდეს სხვა პირების ხელში და მიზანი მიღწეული იქნება“ - განაცხადა ნიკა მელიამ.